ამათ არჩევაში ლამის ერთმანეთს თავპირი დაამტვრიეთ! აზრზე მოდით, სანამ გვიან არ არის! – დემურ გიორხელიძე

ივლისი 19, 22:58
0
1088

ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„უკანასკნელი დღეების მოვლენები აშკარად მიუთითებს
შემდეგზე:
(ა) ქართული სახელმწიფოს მიზანმიმართულ 30 წლიან დემონტაჟს,
რომელსაც ქართველმა ხალხმა წაუყრუა,
მოატყუეს და ერთმანეთზე გადაკიდეს მიზანმიმართულად, ხელოვნურად მოშალეს ეკონომიკა და ადამიანები აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა და თავისა და ოჯახის გადასარჩენად მიგრანტებად ქცეულიყვნენ,
დაემატა შემდეგი:
(ბ) წლობით ქართველი ხალხის საკმაო ნაწილის იდეოლოგიური დამუშავებით (განსაკუთრებით ახალგაზრდებისა), ფასეულობათა სისტემის აღრევით, ყალბი ორიენტაციებით, განათლებისა და მეცნიერების მიზანმიმართული მოშლით, გამოყვანილი იქნა გადაგვარების პირას მისული კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მახინჯ წარმოდგენებზე აღზრდილი, მზადაა გათელოს ყველაფერი, რაც კი ტრადიციულ ქართულს უკავშირდება.
თუ ეს მახინჯი ხალხის ძალამ (და არა ქუჩის ცემა-ტყეპამ)
არ შეაჩერა, გარანტირებულად გეუბნებით, – არსად გავრბივარ და არ ვაპირებ გაქცევას, – გამახსენეთ ეს სიტყვები, ქართველი დისკრედიტირებული იქნება კავკასიაში, განადგურებული მორალურად და ზნეობრივად, საკუთარ ქვეყანაში რომ აღარ დაედგომება და…
მიზანი მიღწეული იქნება –
ეს ტერიტორია განთავისუფლდება ქართველთა ძირითადი მასისაგან! ვინც დარჩება, იქნება ეროვნული უმცირესობა, უუფლებო და უხმო მასა!
რაც ხდება – აშკარად ბოლო თუ არა,
უმძლავრესი შტურმია ამ მიმართულებით!
იდეოლოგიამ უკვე მერამდენედ მიიყვანა ქართველი უფსკრულის პირას! ეს ყოველთვის ასეა, როცა ინტელექტუალური ელიტა ერისა გამყიდელი, თახსირი და უპასუხისმგებლო ხდება!
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ეს საქმე გაიმარჯვებს!
ვერ გაიმარჯვებს!
ქართველებში ჯერ კიდევ დიდი ძალაა,
მაგრამ ილუზიებიდან განთავისუფლება აუცილებელია!
პასუხისმგებლობა საკუთარი შვილებისა და ოჯახების მომავლისადმი აღსადგენია, თუ არადა, სულ მალე დაწყევვლილ თაობებად იქცევით, ამდენი საუკუნის მერე საკუთარი ვირეშმაკობით, სიჯიუტითა და არაფრის მოსმენის სენით დაავადებულნი, ერთმანეთის სიძულვილში, – მიაფშვნიტავთ ამ ქვეყანას!
ხომ ხედავთ, რა დონემდე მიდის ქართველთა ნაწილის აღვირახსნილობა და აგრესია! არაფერზე იხევენ უკან.
გგონიათ ეს შემთხვევითია?!
და იმის დასადგენად, ვინ დგას ყველაფერი ამის უკან საქართველოში (ეტაპობრივად!) ამ 30-წლის განმავლობაში, ახნა-განმარტებებია საჭირო, თუ განმოძიების ჩატარება?!
აზრზე მოდით, სანამ გვიან არ არის!
თქვენი არჩეული ნაძირლები ნაძირლობენ პარლამენტშიც და სხაგანაც! ამათ არჩევაში ლამის ერთმანეთს თავპირი დაამტვრიეთ!“