“ამას პერსონალურად ვთხოვ თაკო ჩარკვიანს” – რას სთხოვს მაჩალიკაშვილი ჩარკვიანს

ივნისი 4, 15:16
0
360

ვახტანგ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“მივმართავ საქართველოს პარლამენტს ჩემი შვილის თემირლანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში რათა ბოლო ბოლო ნათელი მოეფინოს ყველაფერს და გაირკვეს სრული სიმართლე თითოეულ დეპუტატს ვთხოვ მხარდაჭერას რათა ხმა მისცეს საგამოძიებო კომისიის შექმნას და პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს აუცილებლად შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა ჩვეული გულისხმიერებით და პრინციპულობით საგამოძიებო კომისიის შექმნაში და მუშაობაში წინასწარ თითეულს გიხდით მადლობას და იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს.

პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი.”