ამ ორი ადამიანის ტანდემი “ოცნებას” შიშველს დატოვებს და მათ ვერც ბიზნესმენი ივანიშვილი მოუხერხებს რამეს – გია ხუხაშვილი

ივნისი 1, 19:16
0
917

გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “რადიო თავისუფლებასთან” საუბრობს:

“გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ ტანდემს, შექმნის შემთხვევაში, ვერც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოუხერხებს რამეს,

ეს თეორიულად შესაძლებელია, ეს მართლა იქნება უძლიერესი სვლა, რაც საბოლოოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გახარიას და კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადმოქაჩონ აქეთ და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დატოვონ შიშველი.

გიორგი გახარიას გზავნილები, მათ შორის ისინი, რომლებიც 31 მაისს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ელექტორატზე და გიორგი გახარიაც, საბოლოო ჯამში, არის „ქართული ოცნების“ „თავის ტკივილი“. ანუ მისი ელექტორატი მიჰყავს. მისი პოზიციონირება არანაირად არ გულისხმობდა დანარჩენ ოპოზიციასთან კონკურენციას. ეს მოცემულობა დრამატულია იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“, ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის მობილიზება.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პოტენციალი საარჩევნო ხმების 0-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს:

0-ს ვამბობ იმიტომ, რომ გახარიას რეიტინგი დღევანდელი მაინც არის ეგრეთ წოდებული მოლოდინის რეიტინგი და ეს იმდენად მყიფე პარამეტრია, რომ რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო მაღალია იმედგაცრუების რისკი. და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. სრულიად ცხადია, რომ ახლა დაიწყება მასზე მასირებული ორმხრივი შეტევა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან და მან ეს განსაწმენდელი უნდა გაიაროს. ჯერ არ არის ზუსტი პასუხი იმაზე, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას… მომავალი ერთი თვე იქნება ჩემის აზრით გადამწყვეტი, რის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ მის რეალურ შესაძლებლობებზე. ეს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ვერ იქნება სახელისუფლებო პრეტენზიის, თუმცა 10-15 პროცენტი ეს ძალიან ბევრია. უნდა გვესმოდეს, თუ დღევანდელ ვითარებაში მან მოახდინა სტაბილიზაცია და გარკვეული ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი გახდა,10 პროცენტიც რომ აიღოს, ეს 10 პროცენტი უკვე ოქროს გასაღებია იმისათვის, რომ მან მომავალ მმართველ კოალიციაში თავისი ადგილი დაიკავოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.