ალჟირში ავტოკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა

სექტემბერი 13, 15:08
0
57

ალჟირის სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ცნობით, ალჟირის ჩრდილო-დასავლეთით, ნაამას პროვინციაში, შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო თვეების განმავლობაში, ალჟირში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი დიდია. ალჟირის სამოქალაქო დაცვის სამსახურების განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებულ 1,167 ავარიას 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო – 1,451 დაშავდა.

ალჟირის ტრანსპორტის მინისტრმა, ისა ბაკაიმ, ხაზი გაუსვა გრძელი სამარშრუტო ხაზების ექსპლუატაციის გადახედვის აუცილებლობას, რადგან, მისი თქმით, ეს ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

Cesko