ახალი საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება და გადახდის სისტემა განისაზღვრა

ივნისი 2, 11:34
0
135

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ შეძლებს საბაგიროთი სარგებლობას, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა და თბილისის მოსახლეობას ემსახურება. როგორც ცნობილია, სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასოა და დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ შეძლებს საბაგიროთი სარგებლობას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად არსებული საბაგიროთი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.