აღარ ვიცი, ეს თავხედები მარტო უნდა დატოვო თუ შეხვიდე და იყვირო, დაანგრიო ყველაფერი – თაკო ჩარკვიანი

ივნისი 3, 15:39
0
454

პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა:

“იქნებ რაიმე მსვლელობა მივცეთ პარლამენტში. იცით, როგორი წინააღმდეგი ვარ [პარლამენტში] შესვლის.

უკვე აღარ ვიცი, ეს თავხედები მარტო უნდა დატოვო თუ შეხვიდე და იყვირო, დაანგრიო ყველაფერი, რომ კომისია შეიქმნას. ეს საკითხი დაემატა უბრალოდ, [პარლამენეტში შესაძლო შესვლის გადაწყვეტილებას]. თუმცა, ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ის 4200 ხმა. რადიკალურად განსხვავებული ველი შეიქმნა. არის რაღაც დეტალები, რამაც შეიძლება შემაცვლევინოს აზრი.

გაყალბებული რომ არის და ამდენს ლაპარაკობს კობახიძე, ამაზე აზრი არ შემიცლია… ვინც პარლამენტში შესულია, მათ მიერ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ რადგან ჯერ არ ვართ შესულები, გარეთ გვაქვს კონსულტაციები. მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს”.