ადამიანები მეკითხებიან უნდა გაიკეთონ თუ არა აცრა- მამა ლევანი

ივლისი 22, 14:48
0
3227

მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს:

“კოვიდ ვაქცინაცია_______
ადამიანები მეკითხებიან უნდა გაიკეთონ თუ არა აცრა. რაც სასიხარულოა, აინტერესებთ რამე არა საღვთო ხო არაა. ჩვენ ყველამ ერთად კი მოვისმინეთ საპატრიარქოს პოზიცია და გაგახსენებთ, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აცრა უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით. პატრიარქზე სულიერები, ბრძენები და ერზე შეყვარებულები ნუ გამოვალთ უხერხულია. ჯანმო, ვაქცინის მწარმოებლები და სახელმწიფო გვეუბნებიან შემდეგს: აცრილი უნიღბოდ მაინც არ უნდა იყვე. კორონა შეიძლება აცრის კვირაშივე შეგხვდეს. აცრილმა შეიძლება ჩვეულებრივ გადასდო სხვას ვირუსი. შეიძლება ერთი აცრა საკმარისი არ იყვეს და ყოველ წელს დაგჭირდეს. აცრილს კომენდანტის საათი მაინც გეხება. რომ აიცრები სოციალური დისტანცია კვლავ უნდა დაიცვა. აცრილმა ადამიანებმა ბევრმა მაინც არ უნდა მოვიყაროთ ერთად თავი. ვაქცინირებული ადამიანიც შეიძლება გარდაიცვალოს კოვიდით. აცრის დროს შეიძლება დაავადეს ან მოკვდეს ადამიანი, რაზეც არავინაა პასუხსმგებელი და არც კონპესაცია არსებობს. აუცრელ კორონა ვირუსით დაავადებულთა 1%-ც არ კვდება. უამრავ აუცრელმა ვერც კი გაიგო ისე გადაიტანა ვირუსი. სადაც მოსახლეობის დიდი პროცნტია აცრილი, საზღვრის ჩაკეტვა და სხვა აკრძალვები ჩვეულებრივ არსებობს. თუ ყველა შეზღვუდვა მაინც მეხება, ისეც შეიძლება მოვკდე და ესეც, მე არ ვიცრები და ვერც სხვას ვეტყვი აიცირითქო. რადგან რატოვო რომ მკითხოს რა ვუთხრა? ლამაზი მკვდარი იქნებითქო?  ან რომ არ აიცრას ჩემი სიტყვის გამო და მოკლას ვირუსმა მერე რა ვქნა? ადამიანი გონიერი არსებაა და თავად უნდა გადაწყვიტოს, პუდელი ხო არაა დაიჭირო და აცრა ან არ აცრა”.