5 ივლისს თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი სამშობლოში დაბრუნდა

ივლისი 20, 10:23
0
87

პოლონელმა მოგზაურმა, რომელიც 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, სარეაბილიტაციო კურსი დაასრულა და თავს კარგად გრძნობს.

იაცეკ კოლანკიევიჩი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სარეაბილიტაციო კურსს ბორჯომში, სასტუმრო ლიკანში გადიოდა და დღეს სამშობლოში გაემგზავრა.

პოლონელი მოგზაური საქართველოში დაბრუნებას, ტურისტული ადგილების დათვალიერებას და გადაღებას გეგმავს. იაცეკ კოლანკიევიჩი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ ვიდეობლოგს ამზადებს, რომელსაც სოციალური ქსელებით პოლონელ გამომწერებს გაუზიარებს.

იაცეკ კოლანკიევიჩი 5 ივლისს, თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმ დღესვე დააკავა.