5 ივლისი ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელია – მამუკა მდინარაძე

ივლისი 20, 22:43
0
68

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ის პირები, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებზე იძალადეს, არ დაისჯებიან, ყველა ერთად მოსთხოვს პასუხს იმ ორგანოს, ვისი ვალდებულებაც საქმის გამოძიებაა.

„5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების და თუ ჩვენ და თქვენ კითხვები დაგრჩებათ, რომელიმე მოძალადესთან დაკავშირებით; თუკი იქნება ელემენტარული მტკიცებულება მაინც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შორის იყო კავშირი, რაც მათ ორგანიზებაზე მეტყველებს და ეს ადამიანები არ დაისჯებიან, მაშინ თქვენ და მე, ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა და არ გააკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.