4 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომლის დედაც ანტივაქსერი იყო – გიორგი ფხაკაძე

სექტემბერი 14, 12:27
0
228

„ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან თავისივე „ბრძოლის მსხვერპლნი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

„დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი, ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში, ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე

ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, კელი კოოკი .

ამ პატარა გოგონას დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიან არის.

არა ერთი სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია თუ ვაქცინების მიმართ შეხედულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.

აპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.

გახსოვდეთ, 100% ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მდგომარეობისგან.

თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდ ვაქცინით, ჩემი პასუხი არის: 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილი, ეს ცოტაა?!

დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი.

სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Cesko