307 ინფიცირება, 1014 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

ივნისი 7, 11:17
0
101

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 349405-ს შეადგენს, ხოლო სულ 334519 გამოჯანმრთელებულია პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: 2,76%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98%-ია.