„30 წელი ვიბორიალეთ, მარა მაინც მივუახლოვდით“ – დავით ბერძენიშვილი შარლ მიშელის განცხადებაზე

ივლისი 19, 22:03
0
354
“მიშელმა დღეს ბათუმიდან თქვა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული სივრცეა და რომ წამყვანი ძალა ამ ქვეყნებში დასავლეთია. ახლა ვადებზე ჩვენ ვიზრუნოთ, თუ გვებევრა ერთი თაობის მერე სრულფასოვანი გაევროპელება,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბერძენიშვილი შარლ მიშელის მიერ ბათუმის კონფერენციაზე სუტყვით გამოსვლას აფასებს და იმედოვნებს, რომ მომდევნო ათ წელში საქართველო ნატოს სრულუფებიანი წევრი გახდება.

“ევროკავშირს  აქვს სხვადასხვა პრიორიტეტები სომხეთ- აზერბაიჯანისა და მოლდოვა-უკრაინა- საქართველოს მიმართ.
ჩვენს კავკასიელ მეზობლებს აქვთ მშვიდობის სტაბილურად შენარჩუნების პრობლემა, ესაა მთავარი ამოცანა. და რუსეთი და თურქეთი არიან მთავარი მოთამაშეები სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტში…ევროკავშირი დამხმარე დაინტერესებული მხარე თუ  გახდება, ამ ეტაპზე ეს წარმატება იქნება.
ასოცირებულ სამეულს კი ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამოცანა გვაქვს, როდის გვექნება ნატოს  უსაფრთხოების ქოლგა და ევროპული კეთილდღეობის შესაძლებლობა? ესაა კითხვები და ამოცანები.
არც ერთ ქვეყანაში არ გვაქვს დავარცხნილი პოლიტიკური სპექტრი, სამივე ვართ  ნაწილობრივ, ჰიბრიდული და ა.შ. ადამიანის უფლებების, მედიათავისუფლების, დემოკრატიის ხარისხით. ეკონომიკურად საშინლად ჩამოვრჩებით ევროკავშირის მაჩანჩალა ბულგარეთსაც კი.
ამის მიუხედავად, აღიარებულია ჩვენი სამეულის დასავლური მისწრაფებანი. სამივე ქვეყანას გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები….და სამივე რომ ევროპა/ამერიკის დახმარებით გავუმკლავდებით რუსულ ძალებს ჩვენს ქვეყნებში, დარწმუნებული ვართ თბილისში/ ბათუმშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც.
საქართველოში ლუკაშენკოს ტიპის მოძალადე ხელისუფალი მოსკოვმა ვერ გამოზარდა და ვერც აწი გამოზრდის. მთავარი ესაა.
ასე რომ, მიშელმა დღეს ბათუმიდან თქვა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული სივრცეა. რომ წამყვანი ძალა ამ ქვეყნებში დასავლეთია. და
ახლა ვადებზე ჩვენ ვიზრუნოთ, თუ გვებევრა ერთი თაობის მერე სრულფასოვანი გაევროპელება.
30 წელი ვიბორიალეთ, მარა მაინც მივუახლოვდით.
მე უფრო რეალისტი მგონია თავი და ამ ათწლეულში ველოდები ნატოში ჩვენს წევრობას, რუსეთის მორიგ მინგრევასაც…. ევროკავშირი? ვნახოთ, ჩვენზეა დამოკიდებული.
ნატოს მომავალი გენერალური მდივანი იმ სამი ქალი  პრეზიდენტიდან( ხორვატია, ლიტვა, ესტონეთი) რომელიმე თუ გახდა, მით უმეტეს, გაგვმართლებია,” წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.