21 ივლისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ივლისი 21, 01:13
0
160

21 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. უბნების ჩამონათვალი ასეთია:

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”