2 415 ინფიცირება, 943 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება საქართველოში

ივლისი 21, 10:43
0
46

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 943 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,66%, ბოლო 14 დღის – 5,03%, ბოლო 7 დღის – 5,53%-ია.