19 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში „ფორსაჟი 9“ პრემიერა გაიმართება​

მაისი 18, 21:33
0
140

19 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში, ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე „ფორსაჟი 9″-ს პრემიერა გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა კინოთეატრებში უკვე დაიწყო.

კომპანია “ენკენი ფილმსი” 2 წლის განმავლობაში ანხორციელებდა მოლაპარაკებებს  უნივერსალ  სტუდიოსთან და ეს არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც “ენკენი ფილმსმა” და “იუნივერსალ სტუდიომ” ერთად განახორცირლეს.

სწორედ „უნივერსალ სტუდიოს” წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა მაღალ დონეზე გაართვა თავი.

ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის 3 ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები. პროექტში 4000-მდე ადამიანი დასაქმდა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ დარგის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.