18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა იკრძალება

მარტი 16, 14:18
0
421

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 18 მარტიდან 2 კვირის განმავლობაში, იკრძალება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ ქვეყანაში, ამის საშუალება მიეცემათ.