15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ივნისი 7, 13:03
0
46

15 ივნისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

“აღდგა სარკინიგზო, სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქს, სხვა ტურისტულ ადგილებს”, – თქვა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან საქართველოს სახმელეთო საზღვრები გაიხსნა. საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.