11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა

სექტემბერი 11, 11:31
0
121

ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო შეძრა აშშ-ის ქალაქებში მომხდარმა ტერაქტმა: ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

11 სექტემბრის ტერორისტული აქტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად აღიარეს.

„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები ყველასათვის კარგად ნაცნობი გახდა. ამ თარიღმა ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ და დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს;

პატივს მიაგებს სამი ათასამდე დაღუპულის ხსოვნას; ცდილობს გაიაზროს, რამ ჩაადენინა თავდამსხმელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი ტერაქტი.

Cesko