ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ჩინეთიდან დაბრუნებული ადამიანი დახვრიტეს

თებერვალი 14, 15:52
0
596

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო დახ­ვრი­ტეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail კო­რე­ულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ვაჭ­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩი­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვირუ­სის საფრ­თხის გამო, იზო­ლი­რე­ბულ შე­ნო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს და მას სას­ტი­კად აეკ­რძა­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­რეთ გას­ვლა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აკ­რძალ­ვას არ და­ე­მორ­ჩი­ლა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აბა­ნო­ში წა­ვი­და, დახ­ვრი­ტეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის ნამ­დვი­ლად იყო თუ არა მოკ­ლუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა სა­გან­გე­ბო სამ­ხედ­რო რე­ჟიმ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ყვე­ლას – რო­გორც უცხო ქვეყ­ნი­დან შე­სულ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებს.

ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­კაც­რეს იჩე­ნენ სა­ზღვარ­ზე. აკ­რძა­ლუ­ლია ტუ­რის­ტე­ბის შეშ­ვე­ბა.

მთე­ლი მსოფ­ლიო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუ­სის ეპი­ცენ­ტრი ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­დაც კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და 23 იან­ვრი­დან ჩა­კე­ტი­ლია. მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათი მცდე­ლო­ბე­ბი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია. ვირუ­სი ჩი­ნე­თის გარ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­შიც გა­მოვ­ლინ­და. მათ შო­რის, აშშ-ში, რუ­სეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუს­მა 1486 ადამიანი იმ­სხვერ­პლა

ჯამში დაინფიცირების 64 429 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა შვიდი ათასზე მეტი პაციენტი. ზემოთხსენებეული მონაცემები, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე საშიშ ადგილს, ჰუბეის პროვინციის მონაცემების ეყრდნობა, თუმცა ჰუბეის გავრცელებულ მონაცემებს ოფიციალური პეკინი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 380 დაინფიცირებულთა კი – 63851-ია.