„ ჩვენი საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული“ – ავთანდილ თალაკვაძე

სექტემბერი 11, 21:03
0
55

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მერობის კანდიდატი დაბა ურეკის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ ურეკში ჩვენს თანამოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გავაცანი, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული. სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მოიცავს:სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას; წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას; თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის გამართვას და ახალი ავტობუსების შემოყვანას; ურეკში ახალი სკოლის მშენებლობას; სამეწარმეო, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პროექტების მხარდაჭერას – ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; სხვა ამოცანებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

Cesko