საშინელი ინტუიცია მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დიაგნოზი დადგებოდა… – მანჩო გიორგობიანი ლევან ვასაძის დიაგნოზზე

ივლისი 20, 01:15
0
5583

სამოქალაქო აქტივისტი მანო გიორგობიანი, ლევან ვასაძის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„დადასტურდა ის, რაშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი… ზუსტად ორი -სამი თვის წინ ვუთხარი ლევანს, ეხლა გიჟი არ გეგონო, მაგრამ მეშინია არ მოგწამლონმეთქი და სახლის გარეთ საკვების და სითხის მიღებას მოერიდემეთქი.. გაეცინა და უფალს თუ უნდა გადარჩენა, გადამარჩენსო.. გავიდა ცოტა ხანი და ცუდი ფერი მე შევამჩნიე პირველმა 7 ივნისს და ვუთხარი, გამიჯიუტდა , დაღლილობისგან ალბათო, მეთქი არ გავს ეს დაღლილობას , ღვიძლი როგორ გაქვსმეთქი და ჯანმრთელი ვარ მთელი ცხოვრება, ხომ მიცნობო და გეჩვენებაო, ცოტა მართლა დავიღალეო და ამ დღიდან , ლევანის ორგანიზმმა დაიწყო კატასტროფული სიჩქარით მწყობრიდან გამოსვლა , გაურთულდა სუნთქვა, გემოგლობინი , რკინა უცბად კრიტიკულად დაეწია, დაეწყო უცნაური ხველა, საშინელი დაღლილობა, ბოლო იყო რომ დაუსივდა კიდურები , საშინლად დაიკლო, სახეზე მუქი ლაქები წამოუვიდა და უკვე 23 ივნისს კინაღამ წაიქცა, უკვე ისეთი დასუსტებული იყო, წავიდა და იქ დაემატა ღვიძლი სითხეში და ამას დამატებული გართულებები.. საიდან, სრულიად ჯანმრთელ კაცს?! … ასე როგორ გადაერია ორგანიზმი ამ სპორტსმენ კაცს, 20 დღეში მოიცელა ადამიანი ისე, რომ თავიდანვე გვითხრეს ექიმებმა, თუ კანცერი არ არის, მაშინ მწვავე ინტოქსიკაციაო… არ გვეთანხმებოდა ლევანი, არ უნდოდა დაჯერება და წუწუნა ან პანიკიორიც საერთოდ არ არის, აქეთ გვამშვიდებდა ყველას.. და აი, ისევ მე აღმოვჩნდი მართალი… საშინელი ინტუიცია მაქვს და წინათგრძნობები, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დიაგნოზი დადგებოდა… მაგრამ არაუშავს, რადგან გადარჩა, ახლა ვერაფერი მოერევა, მტრების ჯინაზე!..
ჩაფლავებული რევოლუციის კიდევ ერთი ჩაფლავებული გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და გადარჩენილი პერსონა, რომელზეც გული გისკდებათ , საცოდავებო!
უფალმა დაგვიფარა უკვე მერამდენედ და თქვენი სცენარები ჩაიფერფლა , თავები რომ ზე-გენიოსები გგონიათ და გასულები ხართ ირეალურში..
აღარ გამოგივათ! უკვე ვადამდელი არჩევნებიც აღარ გაწყობთ, რადგან სულ სხვა კონფიგურაცია შეიქმნება , სადაც მინიმალური ადგილები შეგრჩებათ თქვენ და თქვენ მარიონეტ პარტიებს!..
.
ძალიან ჭკვიანი და სერიოზული ხალხი შემოვა რამდენიმე პარტიიდან, ოცნებასთან ერთად საუკეთესო ოპოზიციური ველიც გაიხსნება თუნდაც ლევან ვასაძის პარტიის და გახარიას პარტიის დამატებითაც… ნაც-ნაცები, ევრო -ნაცები, ნაც -დაღმაშენებელი და ვიღაც ორღობის თუ შარაგზის ბანდერლოგების ადგილი აღარ იქნება ცივილიზებულ და მრავალმხრივ განათლებულ ხალხში..“ – წერს მანჩო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.