რას გვეუბნება სოციოლოგია დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში დაშვებულ შეცდომებზე

თებერვალი 4, 18:28
0
828

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰყავს, თავის წინამორბედისგან  ფუნდამენტალურად განსხვავებული  იდეებით და პოლიტიკური  გამოცდილებით. მაგრამ, დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპის ფაქტორი პრეზიდენტ ბაიდენის 4-წლიან ციკლზე მუდმივად მოახდენს გავლენას. პრეზიდენტ ტრამპის მთელი ხანგრძლივი ცხოვრებისეული გზა აღსავსე იყო თითქმის კატასტროფული მარცხებით და ფენომენალური მიღწევებით და გამარჯვებებით, ბიზნესსა და პოლიტიკაში. ამ ადამიანის  მიღწევები დიდ წილად განპირობებულია დაშვებული შეცდომების ანალიზის და შეფასების უნარითაც. საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ მან თავის შტაბს დაავალა მოემზადებინათ სრულყოფილი ანალიზი იმ დაშვებული შეცდომების, რამაც გამოიწვია მისი მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში. მართალია ტრამპიც და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეებიც მათ დამარცხებას „ამერიკის ისტორიაში არნახული და მასშტაბური ფალსიფიკაციით“ ხსნიან, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ექს-პრეზიდენტს და მის ყველაზე ჭკვიან თანამებრძოლებს არ სურთ მარცხის სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების დანახვა და გაანალიზება. ამისთვის უკვე გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრმა, სოციოლოგმა ენტონი ფაბრიციომ, რომელიც 2016 და 2020 წლების საარჩევნო კამპანიების აქტიური მონაწილე იყო, 27-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა სადაც აღწერილია რესპუბლიკელების დამარცხების მიზეზები. ეს საინტერესო მასალა რომელიც  Politico  და Washington Post გამოაქვეყნეს ხელისაწვდომი გახდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსებისათვის. დოკუმენტი 10 შტატის სოციოლოგიური გამოკითხვების და არჩვენების  შედეგების ანალიზზეა დამყარებული, რომლებიც ორ კატეგორიად არის დაყოფილი. პირველი მოიცავს არიზონას, ჯორჯიას, მიჩიგანს, ვისკონსინს და პენსილვანიის შტატებს. ამ შტატებს ექსპერტი „გადაბრუნებულებად“ მოიხსენიებს, იმდენად რამდენადაც ამ შტატებში 2016 წელს კამპანიაში ტრამპმა გაიმარჯვა, ხოლო 2020 წელს კი დამარცხდა. მეორე კატეგორია მოიცავს ფლორიდას, აიოვას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოჰაიოს და ტეხასს. ამ შტატებს კვლევა „შენარჩუნებულების“კატეგორიას მიაკუთვნებს რამდენადაც  2020 წელსაც ისევე როგორც 2016 წლის კამპანიაში ისევ ტრამპმა გაიმარჯვა. ენტონი ფაბრიციოს  ანალიზი გვიჩვენებს, რომ  „გადაბრუნებულ” შტატებში და ზოგადად ტრამპის მარცხის ძირითადი მიზეზი ასაკიანი თეთრკანიანი ამომრჩეველის მხარდაჭერის კლებით არის განპირობებული. ამომრჩეველთა ეს კატეგორია ტრადიციულად ყოველთვის რესპუბლიკელების მხარდამჭერია. საერთო აღიარებით 2016 წლის კამპანიაში ტრამპის გამარჯვება სწორედ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა მასობრივმა მხარდაჭერამ მოიტანა. ამ არგუმენტს ის ციფრებიც ამყარებს, რომ 2020 წლის საკუთარი ლათინოამერიკელი ამომრჩველის მხარდაჭერა რესპუბლიკელმა კანდიდატმა გააორმაგა, ხოლო შავკანიანი მომხრეების რაოდენობა, მიუხედავად რასობრივი კატაკლიზმების წინა კამპანიის დონეზე შეინარჩუნა.

პრეზიდენტ ტრამპის 2020 წლის საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი სერიოზული ნეგატიური ფაქტორი გახდა ე.წ. დამოუკიდებელი ამომრჩევლებს შორის მისი პოპულარობის კლებაც. ციფრები შთამბეჭდავია, „გადაბრუნებულ” შტატებში 2016 წლის კამპანიასთან შედარებით 2020 წელს მან ამ კატეგორიის ამომრჩეველის 19% დაკარგა, ხოლო ე.წ. „შენარჩუნებულ“ შტატებში 17 %. უფრო მეტიც, 2020 წელს ტრმპმა დაკარგა თეთრკანიანი კონსევატიული „მყარი“ რესპუბლიკელების  „გადაბრუნებული” შტატების  7% და მეორე კატეგორიის შტატების  6%. 

ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ რამ განაპირობა ტრამპის ამომრჩეველთა კლება. ბატონი ფაბრიციოს და სხვა ანალიტიკოსების დასკვნების გაცნობა გვიჩვენებს, რომ საარჩვენო  კამპანიის გარკველ კრიტიკულ ეტაპზე პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო  შტაბის  მიერ აქცენტები ზუსტად არ იქნა შერჩეული. გამოკვლეული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შტატების ორივე ჯგუფის ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებდნენ არა ახალი სამუშო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაჯანსაღების საკითხებს რაც ტრამპის ადმინისტრაციის უდავო მიღწევად მიიჩნეოდა, არამედ COVID-19-თან  ეფექტიანდ ბრძოლას და გამწვავებულ რასობრივი პრობლემების გადაჭრას. ამ მოცემულობამ დიდ წილად ნიველირება მოახდინა რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიღწევების ეკონომიკის და სოციალურ სფეროში. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ახალი რეალობების ფონზე გასათვალისწინებელია ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური ძალებისთვის და პოლიტიკოსებისთვის.

 

 

Cesko