პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაჯანსაღებასა და სრულყოფაზე, ასეთ ძალიან ცუდ ფაქტებს არ უნდა უშვებდეს! – ედიშერ გვენეტაძე

სექტემბერი 9, 19:22
0
52

„ეს ფაქტი უპირველეს ყოვლისა ცუდია თავად ამ პარტიისათვის და უპატივცემულობის გამოვლენა ამომრჩევლისადმი! რაც უეჭველად აისახება 2 ოქტომბრის ელექტორატის მიერ!” – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პარტია „საქართველოსთვის“ წყალტუბოს დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირის დაყენებას.

„პარტია, რომელიც მისი ახლად შობილი ლიდერების სიტყვებით ცდილობს ჩამოყალიბდეს ძლიერ ოპოზიციურ ძალად და რომელსაც იგივე ლიდერების მტკიცებით პრეტენზია აქვს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაჯანსაღებასა და სრულყოფაზე, ასეთ ძალიან ცუდ ფაქტებს არ უნდა უშვებდეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ვფიქრობ, პარტიის ყველა წევრი უნდა იყოს ყოველგვარი კრიმინალისგან სუფთა! ეს ფაქტი უპირველეს ყოვლისა ცუდია თავად ამ პარტიისათვის და უპატივცემულობის გამოვლენა ამომრჩევლისადმი! რაც უეჭველად აისახება 2 ოქტომბრის ელექტორატის მიერ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

Cesko