პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს – ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე

ივნისი 4, 20:50
0
106

პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავშესაფარში სიმშვიდეა, თუმცა ბავშები შექმნილმა აჟიოტაჟმა შეაწუხა.

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა კომისია. კომისია ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩამოვიდა. ტელევიზიებით რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგი მათგანი მაშინვე ეჭვს იწვევდა, ზოგი მათგანი საჭიროებდა გადამოწმებას. ამისთვის ჩამოვედით, ადგილზე ვნახეთ ბავშვები, დაველაპარაკეთ. ამ წუთას ბავშთა სახლში სოცმუშაკები არიან – ხუთი თუ ექვსი ადამიანია. არიან ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები, არიან პარლამენტის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. მიდის პროცესი, რომ გარემოებები შევისწავლოთ. ამჯერად, ამ დროისთვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა. ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა – აჟიოტაჟით, მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც, მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები. სხვა ინფორმაცია, რაც აქამდე გავიდა, აღძრული საქმეების შესახებ თუ უფლებების დარღვევის შესახებ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, კვლევა და უახლოეს პერიოდში, ალბათ, იმედია, რომ მეტი ნათელი მოეფინება ამ განცხადებებს, რაც აქამდე გაკეთდა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.