მექსიკაში გიგანტური ღრმული წარმოიქმნა

ივნისი 3, 15:14
0
83

მექსიკის პუებლის შტატში, ქალაქ სანტა-მარია ზაკატეპეკში, გიგანტური ღრმული წარმოიქმნა, რის გამოც შეშინებული მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ღრმულის დიამეტრი 100 მეტრს შეადგენს, სიღრმე კი – 20 მეტრია. თუმცა, მისი ზომა დღითიდღე მატულობს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ღრმულის გაჩენამდე მათ ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა გაიგონეს.
მექსიკის ხელისუფლების თანახმად, მიწის ჩავარდნა გეოლოგიურმა პრობლემებმა და ნიადაგის წყალშემცველობის ცვლილებებმა გამოიწვია – ღრმულში წყლის დონე თანდათან იზრდება.
ადგილობრივი ინფორმაციით, ღრმული წყალშემცველი ფენის ჭარბი გამოყენების გამო გაჩნდა.
მექსიკის სახელმწიფო უწყებები ღრმულის წარმოშობასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარებას გეგმავენ, თუმცა, ნიადაგის შემოწმებას, შესაძლოა, 30 დღე დასჭირდეს.

წყარო:
https://flipboard.com/topic/activism/moment-enormous-300ft-wide-60ft-deep-sinkhole-opens-up-in-mexico/a-tXchLoRSSxGaK23JTAuhWA%3Aa%3A2679760903-7ad710d2ec%2Fco.uk