მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

ივლისი 21, 22:01
0
188

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის, 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია თბილისის ზღვაზე რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მანამდე მაშვებელმა წყლიდან 14 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს.

ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობდა, მიმდინარეობდა სანაპიროს მონიტორინგი. სამუშაოები ძლიერი ქარის გამო გართულებული იყო. შემთხვევა ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა.