მალხაზ ბეგიაშვილი ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა

სექტემბერი 12, 19:48
0
49

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ნუკრიანში მოსახლეობას შეხვდა.

მალხაზ ბეგიაშვილმა მოსახლეობას სოფლის მაჟორიტატობის კანდიდატი, ნინო ბახტურიძე წარუდგინა.

„ნუკრიანში გამოიკვეთა წყალმომარაგების გაუმჯობესების პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს საარჩევნო პროგრამა სოფლის ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით და წყალმომარაგების პრობლემას გადაიჭრება, ხოლო შიდა საუბნო პერიფერიული გზების მოწყობაზე მოსახლეობასთან ერთად შევთანხმდი, რომ წყლით უზრუნველყოფის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,“-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.

როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ნუკრიანს ჰყავს ღირსეული მაჟორიტატობის კანდიდატი და მოქალაქეების საჭიროებებზე მასთან ერთად იზრუნებს.

Cesko