ლევან ბერძენიშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა

ივნისი 4, 15:36
0
344

თამარ კორძაიას შემდეგ, “რესპუბლიკური პარტია” ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტში ფრაქციის შექმნა გახდა.

„დიახ მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა “მთავართან” საუბრისას.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია” დღეს თამარ კორძაიამაც დატოვა.