იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოსთან ავიამიმოსვლის პრობლემას მოვაგვარებთ — ლავროვი

აპრილი 21, 15:31
0
379

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვს იმედი აქვს, უახლოეს მომავალში მოაგვაროს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „ტასს“ ავრცელებს.

ლავროვის განცხადებით, „სამწუხაროდ, ახლა ჯერჯერობით შეჩერებულია ავიამიმოსვლა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მოვაგვარებთ“. მან კვლავ გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა “რუსოფობიური კამპანიის” გამო შეაჩერეს.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა.