ვენეციის 78-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ

სექტემბერი 12, 10:46
0
53

ვენეციის 78 კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი ფრანგი კინორეჟისორის ოდრი დივანის კინოსურათი „მოვლენა“ (Lénement) გახდა. ინფორმაცია კინოფესტივალის გამარჯვებულების შესახებ Twitter-ზეა ხელმისაწვდომი.

 

მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

„ოქროს ლომი“ საუკეთესო ფილმისთვის — ოდრი დივანის „მოვლენა“

„ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისთვის — ჯეინ კემპტონს „ძაღლის ძალა“

საუკეთესო სცენარი — მეგი ჯილენჰოლს „უცნობი ქალიშვილი“

საუკეთესო მსახიობი ქალი — პენელოპე კრუსს „პარალელური მატერიები“

საუკეთესო მსახიობი კაცი — ფილიპ სკოტს „ღმერთის ხელი“

ჟიურის გრანპრი — პაოლო სორენტინოს „ღმერთის ხელი“

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი 1-ელოდან 11 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.

Cesko