ვასილ სმირნოვი – საბჭოთა სერიული მკვლელი

სექტემბერი 25, 14:32
0
180

ვასილ სმირნოვი საბჭოთა სერიული მკვლელია, რომელსაც დანაშაულის პირველი მცდელობა, 18 წლის ასაკში, საკუთარ დედასთან ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დედას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ქალმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს დაუმალა.

ამის შემდეგ, 1979 წლის 3 სექტემბერს, მდინარე იჟორას ნაპირთან ნახეს 8 წლის მარინა კოშკინას გვამი. გოგონა მხეცურად მოკლული, სიკვდილამდე კი გაუპატიურებული აღმოჩნდა. მოკლულ ბავშვს თავში ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. ამ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება მეტად აქტიურად მიდიოდა, თუმცა მკვლელობის ჩამდენის დადგენა ვერაფრით მოხერხდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, ეგრეთწოდებულ ვერცხლის ტბასთან მცირეწლოვანი ბიჭის, ანდრეი ლოპატინის გვამი აღმოაჩინეს. კოშკინას მსგავსად, ისიც მკვლელობამდე გაუპატიურებული აღმოჩნდა. ბიჭის სხეული დაცეხილი იყო. როგორც ჩანს, სმირნოვს საბრალო ბავშვის სხეულის ნაწილის მოჭრა და მისი საკვებად მომზადება ჰქონდა განზრახული, მაგრამ მას ამ განაზრახის სისრულეში მოყვანაში ხელი შორიახლო ჩავლილმა ველოსიპედისტმა შეუშალა, რომლის გამოჩენამ სასტიკი ჯალათი დააფრთხო.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სმირნოვი ყოველთვის არ კლავდა მის მიერ გაუპატიურებულ
ადამიანებს, მაგრამ მისგან გაუპატიურებული ქალები მომხდარს სირცხვილის გამო არ ახმაურებდნენ და არც პოლიციაში აცხადებდნენ.

1980 წელს ვასილი სმირნივის სასტიკი საქმეები გახმაურდა და სასამართლომ მას დახვრეტის განაჩენი გამოუტანა.