განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

ნოემბერი 20, 10:56
0
452

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი 13 ნოემბერს მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს“,- წერია ბრძანებაში.

განათლების სამინისტროში ჯერ არ იციან, როდის მოეწერება ხელი მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ ბრძანებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი 13 ნოემბერს დაინიშნა.