ბოლნისის მუნიციპალიტეტს იმუნიზაციის ორი ახალი პუნქტი შეემატა

სექტემბერი 11, 12:09
0
45

დაბა კაზრეთის პოლიკლინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაში იმუნიზაციის  პუნქტები გაიხსნა. ამცრელ პუნქტებშისინოფარმისადასინოვაკისვაქცინის მიღებაა შესაძლებელი

ორივე ამცრელი პუნქტი იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არის აღჭურვილი. დაბა კაზრეთში ვაქცინაცია კვირაში ხუთი დღე, სოფელ ქვეშში კი ორი დღე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმაც დაიწყეს მუშაობა. სამი ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

 ბოლნისის მუნიციპალიტეტშიფაიზერის“, „სინოფარმისადასინოვაკისვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი. მომავალი კვირიდან ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ამცრელი პუნქტის გახსნა იგეგმება.

 

Cesko