ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა

სექტემბერი 8, 11:58
0
226

ქალაქ ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეული თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში განხორციელება სრული დეზინფექცია. პისიარტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული მუშაობას განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.