ახალქალაქში 55 წლამდე კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

იანვარი 27, 13:58
0
159

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში 55 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა ის სახლის ერთ-ერთ ოთახში, ჩამომხრჩვალი ნახეს.

„ჩვენი ჯგუფი იყო იქ, რომ მივედით უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა, თავი ჩამოიხრჩო“,- აცხადებენ ახალქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.