ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები

0
82

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღევანდელ დღეს, ჩვენ ამაყად აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების განვლილ 30 წელს, რომელიც არის ბრძოლის, სიმამაცის, თავგანწირვისა და პატრიოტიზმის წლები. ჩვენმა ჯარმა და მისმა გმირმა სამხედროებმა ღირსეულად ქართველი მეომრის მუნდირი, რომელიც ეკადრება ჩვენს ისტორიასა და მხედრულ ტრადიციებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მოკლე დროში ქართულ ჯარს მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა წარმოუდგენელია იმ უდიდესი ღვაწლის გააზრების გარეშე, რომელიც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე მიუძღვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს და მსხვერპლი გაიღეს საქართველოს ერთიანობისთვის. სწორედ მათ გმირობასა და თავდადებაზე აშენდა ძლიერი ქართული ჯარი, რომელიც მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს ჩვენს მტერს. მიმდინარე წელი, 2020 წლის მსგავსად, აღსავსეა დიდი გამოწვევებით. მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედრო ექიმებმა კიდევ ერთხელ განამტკიცეს თავდაცვის ძალების მიმართ საზოგადოების უმაღლესი ნდობა“, – განაცხადა მინისტრმა.