Johnson & Johnson-ის ვაქცინა აშშ-ში 72%-ით ეფექტურია

0
91
UKRAINE - 2020/11/24: In this photo illustration a medical syringe and a vial with fake coronavirus vaccine seen in front of the Johnson & Johnson logo. (Photo Illustration by Pavlo Gonchar/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ მისი ერთჯერადი ვაქცინა აშშ-ში 72%-ით ეფექტური აღმოჩნდა, დანარჩენ მსოფლიოში კი მსხვილი ცდების დროს, რომელიც სამ კონტინენტზე სხვადასხვა ვარიანტების წინააღმდეგ ტარდებოდა, 66% აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ცდებში 44000-მდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას. ამასთან, ვაქცინის ეფექტურობამ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ახალი კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი ცირკულიერებს, 57% აღმოჩნდა.

J&J აცხადებს, რომ მიზი მიზანი COVID-19 მძიმე ფორმით მიმდინარეობის პრევენცია იყო. იმუნიზაციიდან 28 დღის შემდეგ ის 85% ეფექტური აღმოჩნდა ამ და ჰოსპიტალიზაციის პრევენციის კუთხით.

“პროფილაქტიკის ასეთი დონე COVID-19-ის სერიოზული და ლეტალური შედეგებისგან პოტენციურად ასობით მილიონ ადამიანს დაიცავს”, – აღნიშნულია J&J-ის სამეცნიერო დირექტორის, პოლ სტოფელსის განცხადებაში.

მომავალ კვირაში კომპანია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვის გაცემაზე განაცხადს შეიტანს.