„ჯობია ის ვაქცინები ავითვისოთ, რაც გვაქვს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

0
36

ალერგოლოგ-იმულოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, უმჯობესია იმ ვაქცინების ათვისება მოხდეს, როგორიც არის ასტრაზენეკა და ფაიზერი.

როგორც მედიასთან საუბარში კულუმბეგოვმა აღნიშნა, მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას.

„სინოფარმთან“ დაკავშირებით ბუნებრივია ვიმსჯელეთ. გვესმის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეიძლება ითქვას, მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და ძალიან მყარი არგუმენტები, ეს საკითხი ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი.

ჩემი პოზიციაა, რომ ჯერ ჯობია არსებული ვაქცინები რაც გვაქვს ავითვისოთ, ეს იქნება ფაიზერი თუ ასტრაზენეკა. სინოფარმის მიმართ მოთხოვნა არის, მათ შორის მედიკოსების მხრიდან. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არაჯანმრთელი ადამიანები ავცრათ, ვისაც დღეს სურვილი შეიძლება ჰქონდეს, თუ გვინდა, რომ ეპიდემიაზე გავლენა მოახდინოს ვაქცინაციამ უნდა იყოს უნდა იყოს ის ადამიანები აცრილი, რომლებსაც აქვთ პოტენციური რისკი საავადმყოფოში მოხვდნენ.

ჯანმრთელი ადამიანების აცრა ეპიდემიის მესამე ტალღას ვერ აგვარიდებს. ამიტომ, ამ ტიპის ვაქცინები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით უნდა შევთავაზოთ რისკის ჯგუფის ადამიანებს“, – აცხადებს კულუმბეგოვი.