ჯანმო: 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება

0
80

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

„ჩვენი შეფასებით, 2022 წელს 35-45 მილიარდი დოლარი დაგვჭირდება, რათა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია ვუზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.