ივანე მაჭავარიანმა ოპერაცია გაიკეთა – ყოფილი მინისტრის კომენტარი

0
366

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, მან კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანი სააგენტოსთან საუბარში განმარტავს, მან ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

„ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.