ისრაელში მასობრივი ჭყლეტის შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

0
146
Israeli security officials and rescuers carry a body of a victim who died during a Lag Ba'Omer celebrations at Mt. Meron in northern Israel, Friday, April 30, 2021. More than 100 people were injured, dozens critically, in a stampede at a Jewish religious gathering in northern Israel attended by tens of thousands of people, Israel's main rescue service said early Friday. (AP Photo)

ისრაელის ჩრდილოეთში, Lag BaOmer-ის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ჭყლეტა მაშინ მოხდა, როცა ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი II საუკუნის ბრძენის, რაბი შიმონ ბარ იოჰაის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლურად მის ხსონვას პატივს მიაგებენ. Lag BaOmer-ის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს.

მედიკოსების თქმით, 103 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიცა არიან.

ისრალეის პოლიციის სპიკერის განცხადებით, მთის ფერდზე ტევადობა იგივე იყო, თუმცა კოცონის გარშემო შესაკრებად უბნები დაანაწევრეს, რადგან COVID-19 საფრთხის გამო მასის დაყოფა უნდოდათ. ათასობით ადამიანი, ძირითადად, ორთოდოქსი ებრაელები მერონის მთაზე ასვლას ვიწრო გასასვლელით ცდილობდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს ფეხი დაუცდა და სხვებიც ჩაითრია, ხალხი პანიკამ მოიცვა და ჭყლეტა დაიწყო.