ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო

0
58

ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემიის მეოთხე ტალღა ალბორზესა და ილამეს პროვინციებში გამოაცხადა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

„შესაძლებელია, რომ ეპიდემიის მეოთხე ტალღა სხვა პროვინციებშიც დაფიქსირდეს. ამიტომ ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური აფეთქება ნოვრუზის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო, რომელიც ირანში 20 მარტს აღინიშნება.

პანდემიის დაწყებიდან ირანში კორონავირუსის 2 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა. 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.