ინდოეთში პაკისტანიდან გადაფრენილი მტრედი დააკავეს

0
90

ინდოეთის მესაზღვრეებმა მტრედი დააკავეს და ხელმძღვანელობას მის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საერთაშორისო ჯაშუშობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მტრედს, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრცეში პაკისტანიდან გადაფრინდა, მარცხენა ფეხზე ქაღალდზე დაწერილი ტელეფონის ნომერი აქვს მიმაგრებული; ის სასაზღვრო კონტროლის სამსახურის მხარზე მოულოდნელად ჩამოჯდა.

მესაზღვრეების ვარაუდით, ეს პაკისტანური ტელეფონის ნომერია. ამჟამად მტრედი პენჯაბის შტატის პოლიციის განყოფილებაში რჩება.

ორი დაპირისპირებული მეზობლის საზღვრებს შორის ეს პირველი ინციდენტი არ არის. ბოლო წლების განმავლობაში, საზღვარზე საეჭვო ფრინველების დაკავების შემთხვევები შეინიშნება, რაც, შესაძლოა, მტრული რიტორიკის მანიშნებელია. ამ მიზნით გამოყენებისთვის, სამხრეთ აზიაში მტრედების მოვლა კვლავ პოპულარული ჰობია. საერთაშორისო საზღვრებს მილიონობით ფრინველი და ცხოველი კვეთს, თუმცა, გამოვლენილია ჯაშუშობის მრავალი „წარუმატებელი“ მცდელობა, რაც ინდოეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზონაში განგაშს იწვევს.