05/04/2024
00:33
სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სასამართლომ ზურაბ მახარაძეს და გოგიას 5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა და გადახდის ვადად 20 დღე დაუნიშნა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფნი არ ეთანხმებიან. ბრალდებულის ზურა მახარაძის განცხადებით ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. დაცვის მხარე, პროკურატურის შუამდგომლობის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერის ზურა მახარაძის და წევრის გიორგი გოგიას წინააღმდეგ გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 27 მაისს ჩაინიშნა.
23 მარტს ზუგდიდში „კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან, მოძრაობის ლიდერებსა და ორგანიზაცია „გზა ხსნისა და ხმა ერისა“ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
0
0