27/09/2024
18:43
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 წელი გავიდა.
„ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ამერიკელები წყვეტენ ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო ნაბიჯების განხილვა ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
„ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორივე კანდიდატს შევხვედრილიყავი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, ის „ორივე მხარესთან“ იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს“, - განაცხადა ტრამპმა.
0
0