26/09/2024
11:51
მსოფლიო
სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სექტემბერში, ქოლერისგან 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფექციური დაავადებით ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 14,000-მდე გაიზარდა.
სუდანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ტომ პერიელოს თქმით, დაზარალებულ რაიონებში პაციენტთა მკურნალობას უკიდურესად ართულებს სამოქალაქო ომის გაგრძელება, რომელსაც, გასული წლის შემდეგ, 150 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია Médecins Sans Frontières (MSF)-ის ინფორმაციით, მედიკოსები "რეგულარულად ბრკოლდებიან ორივე მეომარი მხარისგან, ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირების დონეც გაცილებით დაბალია, ვიდრე საჭიროა".
„სუდანის ჯანდაცვის სისტემა განადგურებულია და ორსული ქალები და ახალშობილი ბავშვები შოკისმომგვრელი რაოდენობით იღუპებიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრმა ჰაიტჰამ მუჰამედ იბრაჰიმმა, აგვისტოს შუა რიცხვებში, ქვეყანაში, ქოლერის ეპიდემია გამოაცხადა. ომის გარდა, ქოლერის გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო ინტენსიურმა ნალექმა და წყალდიდობამ, რასაც დევნილთა ბანაკებში ხალხმრავლობა დაემატა. ზოგიერთ რაიონში, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დაიხურა სკოლები, ბაზრები და მაღაზიები.
0
0