12/04/2024
23:48
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით როგორც კი პრეზიდენტი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, დოკუმენტი პენიტენციურ სამსახურში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მსჯავრდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ადვოკატის თქმით, მათ შორის, არასამუშაო დღეებშიც:
"როდესაც პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს, ის იგზავნება უკვე პენიტენციურში და პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპატიმროდან მსჯავრდებული" - განმარტავს ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტისთვის ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია.
გრიგორიადისს დღეს დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შავაძემ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
0
0