სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 33 პირი გადაიყვანეს - ჯანდაცვის სამინისტრო
29/11/2024
14:05
საზოგადოება
A-
+A
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
„რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, ვინც თვითდინებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
0
0
30
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%