16/04/2024
13:06
სამართალი
“ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე გათავისუფლდა პატიმრობიდან”, – ამის შესახებ ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს.
მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
“ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის. გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა.
მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს”, – აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.
სამტრედიაში 2 აპრილს მამაკაცი მოკლეს. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა მას დანაშაული არ ჩაუდენია.
0
0