29/11/2024
23:19
მსოფლიო
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინასაარჩევნო პროგრამა ევროკავშირიდან გერმანიის გასვლის ინიციატივასაც ითვლისწინებს,- ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
პარტიაში ასევე მიაჩნიათ, რომ გერმანია უნდა გამოეთიშოს ევროს ერთიან ვალუტას და საკუთარი ეროვნული ვალუტა შემოიღოს.
„მიგვაჩნია, რომ გერმანიის ევროკავშირიდან გასვლა და ახალი ევროპული საზოგადოების შექმნა აუცილებელია“, – ნათქვამია პარტიის პროგრამაში.
პროგრამაში რამდენიმე გვერდი ეთმობა უსაფრთხოების პოლიტიკას. ასევე განხილულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის იაფი მიმწოდებელია და მასთან ვაჭრობა უნდა აღდგეს. უკრაინამ კი მისი მომავალი უნდა განიხილოს როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ ევროკავშირისა და ნატო-ს გარეშე.
0
0